ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თვითმხილველის სკანდალური აღიარება

 ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ერთ-ერთი თვითმხილველი დუმილს არღვევს და გაზეთ „კვირის პალიტრას“ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის. მოქალაქე ანზორ ს. 2005 წლის 2 თებერვალს იხსენებს და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების სკანდალურ ვერსიაზე საუბრობს. სტატიის თანახმად, მოქალაქე ანზორ ს.-მ მომხდარის შესახებ გოგლა ჟვანიას დეტალურად უამბო. როგორც ანზორ ს. ინტერვიუში აცხადებს, ზურაბ ჟვანია წყნეთი-თბილისის გზაზე მოკლეს და შემდეგ ჩამოიყვანეს თბილისში. სწორედ ამ გზაზე იმყოფებოდა 2005 წლის 2 თებერვლის ღამეს ანზორ ს, რადგან მოყინული გზის გამო მისი ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა. ის დახმარების სათხოვნელად გზაზე ავიდა და მისი თქმით, სწორედ ამ დროს შეესწრო ჟვანიას მკვლელობის ფაქტს.

„მალე გამოჩნდა „ტოიოტას“ შავი ჯიპი, რომელსაც თეთრი „ვაზ-06“ მოჰყვებოდა… ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, თეთრი „06“-დან გადმოვიდა მაღალი, სიმპათიური, შავთმიანი ბიჭი… ბიჭს გრძელი პალტო გახსნილი ჰქონდა და ორი ცალი „სტეჩკინი“ გამოუჩნდა. ჯიპის მარცხენა მხარეს წავიდა, მაგრამ მობრუნდა, უკანა კარი გააღო და ჩაჯდა. კარი მიიხურა, მაგრამ არ დაიკეტა, რადგან პალტოს კალთა მოჰყვა. ბიჭი მანქანაში ჩაჯდა თუ არა, ხმა გავიგონე – რას შვრებითო?! არ გამოვრიცხავ, ის დაზიანება, რომელიც ჟვანიას ცხედარს ტუჩზე ჰქონდა, სწორედ ამ დროს, ძიძგილაობისას მიაყენეს. მალევე გაისმა ორი გასროლა, მანქანის ოდნავ ღია კარიდან გამოვარდნილი ბოლიც დავინახე“, – აცხადებს ანზორ ს.

მისი თქმით, ამის შემდეგ მანაქანა დიდი სისწრაფით თბილისისკენ დაიძრა. ანზორ ს. ვარაუდობს, რომ ჟვანია გაზის პისტოლეტით მოკლეს, რადგან მისი ტყვია ორგანიზმში მჭიდროდ იჭედება და სისხლდენას ხელს უშლის. მოწმე განმარტავს, რომ შემთხვევის შემდეგ მალევე წამოვიდა ლევან სამხარაულთან, რომელიც მისი ნათესავი იყო. მისივე თქმით, სამხარაულს მოსაცდელში მაშინდელი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომელიც ელოდებოდა. „ჯერ ის ბიჭი შევუშვი. საუბარი ფრაგმენტულად ისმოდა – შენ ცხვირს ნუ ჰყოფ, ეგ შენი საქმე არ არისო…ვფიქრობ, მჭედლიშვილი ლევანს მაშინვე მიუგზავნეს და მასზე ზემოქმედებას ცდილობდნენ“, – ამბობს ანზორ ს. თვითმხილველი დარწმუნებულია, რომ ლევან სამხარაული ზურაბ ჟვანიას საქმეს შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები