კახა კალაძე – ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობა აგვისტოს ბოლოს დაიწყება

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისას ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური ინვესტიციები.
“კონკრეტულ პროექტებს რაც შეეხება, ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც უკვე გაფორმდა ხელშეკრულება. ეს არის ნახშირის თბოელექტროსადგურის განხორციელება. ზაფხულში, აგვისტოს ბოლოსთვის უკვე უნდა დაიწყოს ამ პროექტის განხორციელდება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ენერგეტიკისთვის, რადგან ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ადგილობრივი რესურსით, ანუ ნახშირით, რომელიც მოიპოვება საქართველოში, გამოვიმუშაოთ ელექტროენერგია. ამით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დავზოგოთ ბუნებრივი აირი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები