შევარდნაძე: გარდაცვლილი ჟვანიას ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ ის მოკლულია

 საქართველოს ხელისუფლებას და პროკურატურას ვურჩევ, ნუ აჰყვებით აჟიოტაჟს ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვის გამო. მოუსმინეთ ხალხს, ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გაზეთ „ასავალ- დასავალთან“ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, სააკაშვილის დაკითხვა ევროპელ პოლიტიკოსებს დიდად არ აღელვებთ, რადგან მათ შორის ერთი – ორი თუ იქნება ისეთი, ვისაც მეტნაკლებად მისი საქმე აღელვებს. ყოფილი პრეზიდენტი პროკურატურას ურჩევს, სააკაშვილის დაკითხვაზე გამოცხადებისთვის ყველა მათ ხელთ არსებული ბერკეტი გმოიყენენონ.

„შეიძლება ერთი-ორი ევროპელი პოლიტიკოსი იყოს, რომელიც სააკაშვილს ქომაგობს, ესენი, ძირითადად, ისეთები არიან, რომლებიც პოლიტიკაში ამინდს ვეღარ ქმნიან. დანარჩენი მსოფლიოს ყველა ლიდერი მოითხოვს იმას, რომ ჟვანიას საქმეზე გამოძიება გამჭვირვალედ ჩატარდეს. გარდაცვლილი ჟვანიას ფოტოებზე ნამდვილად გამჭვირვალედ ჩანს, რომ ის მოკლულია. გამომდინარე აქედან, საქართველოს ხელისუფლებას და პროკურატურას ვურჩევ, ნუ აჰყვებიან იმ აჟიოტაჟს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვის გამოა ატეხილი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. უმჯობესია საკუთარი ხალხის ხმას უსმინოთ, რომლებიც დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. თუ სააკაშვილი, არ ჩამოვიდა, არაერთი ბერკეტი არსებობს მის დასაკითხად და პროკურატურამ ყველა ეს ბერკეტი უნდა გამოიყენოს“,- განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები