დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთსა და საქართველოში სავაჭრო და საინვესტიციო საბჭო იქმნება, რომლის ძირითადი ამოცანა ინვესტიციების მოზიდვა იქნება

„ჩინეთსა და საქართველოში იქმნება სავაჭრო და საინვესტიციო საბჭო, რომლის ძირითადი ამოცანა ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
მისივე შეფასებით, შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსობრივად დატვირთული.
„შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსობრივად დატვირთული. ამ შეთანხმების მიხედვით, ჩვენ შევქმნით საბჭოს სამდივნოებს, რომლებშიც მოწვეულები არიან როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები. ძირითადი ამოცანა იქნება ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება და ყველა პრობლემის კონკრეტულ, პრაქტიკულ განზომილებაში მოგვარება, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით შეიქმნას.
აქვე არის აღნიშნული, რომ უნდა შეიქმნას ინსტრუმენტები, ჩატარდეს სემინარები, რომლებიც უნდა იყოს მუდმივმოქმედი როგორც ჩინეთში, ასევე საქართველოში იმისთვის, რომ ქართულ და ჩინურ კომპანიებს გაუადვილდეთ შესვლა ერთ ან მეორე ბაზრებზე.
გარდა ამისა, უნდა შეიქმნას ვებგვერდი, რომელზეც როგორც ქართულ, ასევე ჩინურ და ინგლისურ ენებზე განთავსდება ყველა შესაძლებლობა და პროდუქტი, რომელის სურვილიც გვაქვს, რომ ერთ ან მეორე ქვეყნაში შევიდეს და ასევე საინვესტიციო პოტენციალი, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინო დაუბრკოლებლად შევიდეს ჩინურ ბაზარზე. „ჩვენი ჩინელი კოლეგის მხრიდან დადასტურდა, რომ ღვინის შესვლა მისასალმებელია, რადგან ქართულ ღვინოს აქვს მაღალი ხარისხი და დიდი ტრადიცია“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები