დიმიტრი ლორთქიფანიძე – ივანიშვილთან გუშინდელი ინტერვიუ ყოველგვარი ჟურნალისტური სტანდარტებიდან ამოვარდნილი იყო

„დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, სალომე ასათიანისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გაშუქდა.
მისი განცხადებით, ინტერვიუ ყოველგვარ ჟურნალისტურ სტანდარტებს სცდებოდა.
„გუშინდელი ეთერი, სალომე ასათიანის ინტერვიუ ქვეყნის ყოფილ პრემიერ – მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან, ყოველგვარი ჟურნალისტური სტანდარტებიდან იყო ამოვარდნილი. თუმცა ამაზე ერთი ჟურნალისტი კი არ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას, ან მის უკან მდგომი რადიო „თავისუფლება“, არამედ მთელი ბორდი, რომელიც პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხით უნდა ახორციელებდეს მსგავსი ტიპის სატელევიზიო პროექტებს“,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები