თანამედროვე მხატვრის, გიორგი კუხალაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართება

4 ივნისს, 7 საათზე, თანამედროვე ქართველი მხატვრის, გიორგი კუხალაშვილის, პერსონალური გამოფენა გალერეა „შარდენში“ გაიხსნება. გამოფენას რეტროსპექტული ხასიათი ექნება და ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის, სპეციალურად ამ გამოფენისთვის შესრულებული კომპოზიციები. სამშობლოში ეს ავტორის რიგით მეოთხე პერსონალური გამოფენაა. დამთვალიერებელს ექსპოზიციის ნახვა 14 ივნისამდე შეეძლება. გარდა საქართველოსი, მხატვრის ერთ-ერთი საეტაპო ნამუშევარი, „ჰიერონიმუს ბოსხის სიზმარი“, ნიდერნალანდების 12 სხვადასხვა ქალაქის საგამოფენო სივრცეებში იფინება.
გამოფენები უკვე ჩატარდა ანტვერპენში (ბელგია), ნაარდენში, ჰააგაში, ჰერტოგენბოსსა და ამერონგენში. ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, გიორგი კუხალაშვილის ნამუშევრები შექმნილია მაღალპროფესიულ ტექნიკურ დონეზე და ორიგინალურია თავისი ფერწერული ენით; მოიცავს დადებით მუხტს და გარდა მხატვრული ღირებულებისა, სოციალურ ფუნქციასაც იძენს.
13335976_1079564498775080_8042523845897791288_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები