მსახიობი მაქსიმ ავერინი რუსთაველის თეატრში სპექტაკლით – ”ყველაფერი სიყვარულით იწყება“ წარდგება

რუსთაველის თეატრი, 2-3 ივნისს თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობს მაქსიმ ავერინს მასპინძლობს. მსახიობი ქართველი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ”ყველაფერი სიყვარულით იწყება’’ წარდგება.
მსახიობი საქართველოში საქველმოქმედო აქციის: ”შენ, მე, ჩვენ – ერთად სიცოცხლისთვის“ ფარგლებში გამოდის. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებიდან შემოსული თანხა შეჭირვებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება. ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
”მოუთმენლად ველოდები ქართველ მაყურებელთან შეხვედრას. მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ჩამოვიდე თქვენს ულამაზეს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ეს საღამო იქნება ისეთივე თბილი, როგორიც თქვენი ქვეყანაა”, – განცხადა სპეციალურ ვიდეომიმართვაში მსახიობმა.
მაქსიმ ავერინი მრავალი პრემიისა და კინოფესტივალის ლაურეატია. 2006 წელს ნომინირებული იყო თეატრალურ პრემიაზე „ჩაიკა“. 2011 წელს კი Taffy-ზე მამაკაცის საუკეთესო როლისთვის პრემია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები