რა დაემართა პოლკოვნიკს, რომელსაც სააკაშვილი ემუქრებოდა?

გაზეთი “პრაიმტაიმი” ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო ინტერვიუში ნახსენები პოლკოვნიკის ინტერვიუს აქვეყნებს. ექსპრეზიდენტი ინტერვიუში ე.წ. მუხროვანის ამოხების შესახებ საუბრობს. სააკაშვილი პოლკოვნიკ შოთა გორგიაშვილს ამბოხის მოწყობის გამო ემუქრებოდა. პოლკოვნიკი მაშინდელ მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილთან საუბარის დეტალებს ჰყვება.

“როდესაც ჩვენს ნაწილს ალყა შემოარტყეს, გარეთ გამოვედი და ველაპარაკებოდი ბაჩანა ახალაიას. მაშინ ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ვთხოვდი, რომ პროვოკაცია არ მომხდარიყო და მათგან არავის გაესროლა… მე ნაწილში ბრძანება მქონდა გაცემული, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ტყვია არ გავარდნილიყო. ამ საუბარში ვიყავი, როცა ახალაიას დაურეკა პრეზიდენტმა. თვითონ ესაუბრებოდა ცოტახანს. მერე მითხრა, რომ პრეზიდენტი რეკავდა და ჩემთან უნდოდა საუბარი. მომაწოდა ტელეფონი. უარი ვუთხარი, რაზე უნდა დავლაპარაკებოდი, მასთან არაფერი მაქვს სალაპარაკო-მეთქი. მაინც მომაწოდა ტელეფონი. მაინც მთავარსარდალი იყო და გამოვართვი. ვუთხარი, გისმენთ ბატონო პრეზიდენტო, მოვახსენე, ვინც ვიყავი. სულ ეს იყო. მერე ის ლაპარაკობდა მარტო, როგორ ბედავთ ბუნტის მოწყობასო და ა.შ.”, – ჰყვება პოლკოვნიკი და აღნიშნავს, რომ იგი ცდილობდა აეხსნა, ამბოხების მსგავსი არაფერი ხდებოდა, თუმცა სააკაშვილი მას საერთოდ არ უსმენდა და აზრი არ ჰქონდა მასთან ლაპარაკს.

მისივე თქმით, ახალაიამ გადასცა, რომ პრეზიდენტის ბრძანება იყო, რომ ერთ საათში ჩაბარებულიყვნენ. “ჰო და დამიჭირეს კიდეც… მოდულის შენობაში მიმიყვანეს”, – ამბობს გორგიაშვილი.

მას იმაზე საუბარი, თუ როგორ ექცეოდნენ მოდულის შენობაში, არ სურს. მისი თქმით, ცდილობს, რომ ეს არ გაიხსენოს ხოლმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები