სალომე ასათიანი საერთაშორისო კვლევიდან ციტატას რამდენიმე წუთის განმავლობაში რესპონდენტის თანდასწრებით ეძებდა (ვიდეო)

 “მე რაც აღვწერე წერილში,  მქონდა ყველაფერზე არგუმენტები. თქვენ არგუმენტების გარეშე გსურთ ამ ყველაფრის უარყოფა. კარგი იქნება, თუ წერილსაც წაიკითხავთ და იმასაც მიაქცევთ ყურადღებას, თუ საიდან მაქვს ამოღებული. კონკრეტული მინიშნებები მაქვს, თუ ვისია ეს კვლევები და საიდან არის ამოღებული.  საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არის ჩემი ციტატები… არცერთი გაწყობთ,  რაც მოვიტანე? იმას არცერთს არ ეთანხმებით?,  – ასე მიმართა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს სალომე ასათიანს,  რომელმაც  ექსპრემიერთან საუბრისას “ჰიუმან რაითს ვოჩის” ანგარიში მაგალითად მოიყვანა და აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაცია საკუთარ კვლევაში საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აკრიტიკებს.  თუმცა, კონტრშეკითხვისას სალომე ასათიანმა კონკრეტული ციტატა ვერ დაასახელა და რამდენიმე წუთის განმავლობაში მისი ძებნა რესპონდენტის თანდასწრებით დაიწყო.
მან ექსპრემიერს მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ ისარგებლებდა შემთხვევით, რადგანაც ინტერვიუ პირდაპირ ეთერში არ გადაიცემოდა.
ვისარგებლებ შემთხვევით, რადგან ჩაწერაა”, – აღნიშნა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა, რასაც ივანიშვილი არ დაეთანხმა: “მე როგორც ამიხსნეს, თქვენ არ გაქვთ უფლება აქ რამე წაშალოთ, რადგან, ამ ინტერვიუში სწორედ ისაა საინტერესო, თუ როგორ მიგყავთ თქვენ ინტერვიუ”, – მიმართა ივანიშვილმა ასათიანს.
“დღევანდელი ინტერვიუს მსვლელობისას ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი უნდა გაგვერჩია და ის უნდა გაგეკრიტიკებინათ თქვენ,  იქ რასაც ვწერდი მე”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები