პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი უმუშევრობის შემცირების მიზეზებით დაინტერესდა

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე დღეს საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს, მერი დაუშვილს და საქსტატის წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პირველად შემცირებულ უმუშევრობის მაჩვენებელს, რომელიც, საქსტატის მონაცემებით, 12%-ს შეადგენს.
მაია მელიქიძე დაინტერესდა, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების მიზეზებით და იმ მეთოდოლოგიით, რითაც ეს მაჩვენებლები დგინდება.
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი დაინტერესდა ამ მეთოდოლოგიით და განაცხადა, რომ აღნიშნული მეთოდოლოგია, რომლითაც საქსტატი სარგებლობს, დასახვეწია. საქსტატის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მაია მელიქიძეს განუმარტეს, რომ მომავალი წლიდან ამ მეთოდოლოგიის დახვეწა იგეგმება და ასევე, კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობის გაზრდა, რაც უფრო ზუსტი მონაცემების მიღების შესაძლებლობას შექმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები