ლეგენდარული Âme-ს „ივენთზე“ Gem-fest-ის მულტიპასები გაიცემა

GemFest-ის კიდევ ერთი საჩუქარი მხოლოდ მათთვის, ვისაც ფესტივალის ბილეთი აქვს. 10 ივნისს, მე-5 პავილიონში, GemFest-ის ოფიციალურ პრეფართიზე, ლეგენდად ქცეული Âme დაუკრავს. Âme-ს ივენთის მოსაწვევებს, მხოლოდ ის ადამიანები მიიღებენ, ვნც GemFest-ის ბილეთი შეიძინა.
GemFest-ის პრეფართიზე, ფესტივალზე დასასწრები მულტიპასებიც გაიცემა. ვისაც სურს, ანაკლიაში, დამღლელი რიგი თავიდან აიცილოს,10 ივნისს, 20:00 საათზე, Âme-ს „ივენთზე“ შეძლებთ, GemFest-ის ბილეთი ფესტივალის მულტიპასში გადაცვალოთ.
Âme ორი გერმანელი მუსიკოსის, Kristian Beyer-ის და Frank Wiedemann-ის მუსიკალური პროექტია, რომელიც 2003 წელს შეიქმნა. მათი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება 2005 წლის რელიზს, Rej EP-ს უკავშირდება. ამავე წელს, ცნობილ გერმანელ დიჯეისთან, Dixon-თან ერთად Âme-მ თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაუს პლატფორმა, Innervisions დააფუძნა.
ლეიბლი მალე ისეთი არტისტების მასპინძელი გახდა, როგორიც არიან: Recondite, Henrik Schwarz, Marcus Worgull, Agoria და ა.შ. Âme-ს „ლაივპერფორმანსების“ ხარისხი Resident Advisor-ის მკითხველის რეიტინგშიც აისახა, რომლის მიხედვითაც გერმანული პროექტი უკვე სამი წელია (2013, 2014 , 2015) წლის საუკეთესო „ლაივების“ სამეულში ხვდება. Resident Advisor-ის რეიტინგის მიხედვით, ისინი ასევე არ თმობენ პოზიციებს საუკეთესო დიჯეების ათეულში.
არ გაუშვათ ხელიდან შანსი, უფასოდ დაესწროთ 21 ივლისს, ბათუმში, „ბლექ სი ჯაზ-ფესტივალზე”,THE PRODIGY-ს კონცერტს და Âme/Gem-fest პრეფართის,10 ივნისს, მე-5 პავილიონში!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები