კულტურის სამინისტროში Kavkaz Jazz Festival 2016-ის ჩატარების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა

დღეს, კულტურის სამინისტროში ჩატარდა პრესკონფერენცია მე-7 Kavkaz Jazz ფესტივალის შესახებ, რომელიც წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.
პრესკონფერენციას უძღვებოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი, Kavkaz Jazz-ის ფესტივალის დირექტორი ელენე მეჩიტოვა, ლუვილის უნივერსიტეტის (აშშ) ჯეიმი ებერსოლდის ჯაზის სკოლის ხელმძღვანელი მაიკლ ტრეისი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე.
რიგით მეშვიდე Kavkaz Jazz-ის ფესტივალი 8-11 ივნისს, თბილისსა და ახალციხეში გაიმართება. ქართველ მუსიკოსებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან და სომხეთიდან. კონცერტები და ჯემ-სეიშენები თბილისის სხვადასხვა სცენაზე ჩატარდება.
11 ივნისს, ფესტივალი რაბათის ციხის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს, სადაც 17:00 საათზე დასკვნითი გალა-კონცერტი ჩატარდება. სპეციალურად ამ კონცერტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოდიან: ARTE Band (ირანი) და Miqayel Voskanyan & Friends (სომხეთი). ამავე კონცერტზე დაუკრავს ჯგუფი „სტუმრები“ (საქართველო).
11 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე რაბათში დაგეგმილია ხალიჩების ფესტივალის საზეიმო გახსნა.
რაბათში გამგზავრების და ორივე ფესტივალზე (ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნა და Kavkaz Jazz Festival 2016-ის დასკვნითი გალა კონცერტი) დასწრების მსურველებს 11 ივნისს, უფასოდ მოემსახურება ავტობუსები:
ვარდების მოედანი (რესპუბლიკის მოედანი)
11 ივნისი – გასვლა – 08:00 სთ – 01:00 სთ – ჩამოსვლა
გასვლა – 10:00 სთ – 01:00 სთ – ჩამოსვლა
Kavkaz Jazz-ის ფესტივალის ფარგლებში, 1-დან 14 ივნისის ჩათვლით, პირველად საქართველოში ლუვილის უნივერსიტეტის (აშშ) ჯეიმი ებერსოლდის ჯაზის შემსწავლელ სკოლასა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობით, ჩატარდება ორკვირიანი ვორკშოფი, რომელსაც გაუძღვებიან ცნობილი ამერიკელი პედაგოგები და მუსიკოსები – მაიკლ ტრეისი (საქსოფონი) და კრეიგ ვაგნერი (გიტარა).
უკვე მესამედ, Kavkaz Jazz ფესტივალი მასპინძლობს „მრგვალი მაგიდების“ სერიას მუსიკალური ექსპერტების მონაწილეობით საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და აშშ-დან.
ფესტივალის პროგრამა:
8 ივნისი
კონსერვატორიის დიდი დარბაზი 19:30
1.თულუღ თირფანის კვარტეტი (თურქეთი)
2. მაიკლ ტრეისი (საქსოფონი), კრეიგ ვაგნერი (გიტარა), აშშ
3. რეზო კიკნაძე
9 ივნისი
მოძრაობის თეატრი 19:30
1. The Birds – (სომხეთი)
2. კანუდოსი (საქართველო)
3. J.E.F. “Experiment” (აზერბაიჯანი)
10 ივნისი
1. ARTE Band – (ირანი)
2. პაპუნა შარიქაძე (საქართველო)
11 ივნისი
რაბათის ციხე; ახალციხე
1. ARTE Band – (ირანი)
2. „სტუმრები”(საქართველო )
3. Miqayel Voskanyan & Friends (სომხეთი)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები