„Ciné-Corto Festival“ – მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი საქართველოში პირველად გაიმართება

„Ciné-Corto Festival“-ი არის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ორდღიანი ფესტივალი, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება. თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკის ორგანიზებით და ფრანგული ინსტიტუტის, საფრანგეთის საელჩოსა და ესპანეთის ელჩის მხარდაჭერით.
ფესტივალის ფარგლებში საშუალება გექნებათ, 2 დღის განმავლობაში უყუროთ EICAR-ის (International Film and Television School of PARIS), 2425 Films და სხვა ფრანგული კომპანიების მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს.
გარდა ამისა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად მოეწყობა ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებაც. ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში ესპანური და ფრანგული კულტურების პოპულარიზაციას, ასევე დამწყები ქართველი რეჟისორების ხელშეწყობას. ღონისძიება ტარდება 4-5 ივნისს კახა ბენდუქიძის დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის კულტურის ცენტრში. ფესტივალის გახსნას დაესწრებიან საფრანგეთისა და ესპანეთის ელჩები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები