ყირიმში დაბადებულ ვეფხვებს „რეფერენდუმი“ და „გაზაფხული“ დაარქვეს
რუსული ყირიმის პარკში 16 მარტს დაბადებულ პირველ ვეფხვებს, რომელთა ნამდვილი სამშობლო შორეული აღმოსავლეთის უსურიის რეგიონია, „რეფერენდუმი“ და „გაზაფხული“ დაარქვეს.
„ჩვენ გვიხარია, რომ ყირიმში ასეთი იშვიათი ჯიშის ვეფხვები მრავლდებიან, – განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა ოლეგ ზუბკოვმა. მისი თქმით, ბიჭი, რომელსაც სახელად „რეფერენდუმი“ დაარქვეს, ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე მისი და „გაზაფხული“. ზოოპარკის დირექტორის თქმით, ისინი მალე დაუბრუნდებიან დედას, ხოლო ლვოვის პარკის დამთვალიერებლებს მათი ნახვა ერთი თვის შემდეგ შეეძლებათ.
ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის შემდეგ, 2014 წლის 16 მარტს ყირიმში რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩევლების 96%-მა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა. არასტაბილური პერიოდის განმავლობაში ყირიმის ოფიციალური სტატუსის მიღებამდე ყირიმმა მედიაში მიიღო სახელი “რუსული გაზაფხული”.