ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიციელი გმირია!

საქართველოს ყოფლი შს მინისტრი, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს პოლიციელის პროფესიულ დღეს ულოცავს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელს პირად შემადგენლობას გულითადად ვულოცავ პოლიციელის პროფესიულ დღეს! ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობა ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვან დროს.
დღეს ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად მეტად მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ სამინისტროში და ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. განსაკუთრებით მინდა მივულოცო დღევანდელი დღე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირი პოლიციელების ოჯახებს! ყველა ღირსეულ პოლიციელს გულწრფელ მადლობას გიხდით თქვენი თავდადებისთვის, თქვენი ვაჟკაცობისა და გმირობისთვის! ჩვენს პოლიციელებს სჭირდებათ მეტი თანადგომა და მხარდაჭერა მთავრობისგან და საზოგადოებისგან! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! პოლიციელი გმირია!“,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები