ტელეარხმა ,,Дождъ“-მა მარათონით ფული შეაგროვა

ტელეარხი ,,Дождь“ აცხადებს, რომ სამომავლო მაუწყებლობისთვის ფულის შესაგროვებელი მარათონი დასრულდა. არხის ვებგვერდზე კი იუწყებიან, რომ შეგროვებული თანხა ტელეარხს მხოლოდ 50 დღის განმავლობაში ეყოფა. არხის გენერალური დირექტორის ნატალია სინდეევას თქმით, იგი შეეცდება, ტელევიზიის საკაბელო ოპერატორებთან მოლაპარაკებები განაახლოს.
,,ჩვენ ვეცდებით, მოლაპარაკებები განვაახლოთ ოპერატორებთან, რათა ქსელში საბაზრო პირობებში დავბრუნდეთ“, – აცხადებს სინდეევა ინტერფაქსთან საუბრისას.
აქცია ,,დამოუკიდებლობის დღეები: მარათონი ,,Дождь-“ -ის დასახმარებლად“ ერთი კვირა გრძელდებოდა. მისი დაწყების შესახებ არხის ხელმძღვანელობამ საკუთარ მაყურებელს ცოტა ხნის წინ აცნობა. დირექტორმა განაცხადა, რომ არხზე ბუიჯეტი შეიკვეცა, საგრძნობლად შემცირდა ხელფასები თანამშრომლებისთვის და მხოლოდ ამის ხარჯზე შესძლებს არხი არსებობას – ეს თვეში მხოლოდ 20 მილიონი რუბლია.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში ყველა თანამგზავრულმა და საკაბელო ოპერატორმა უარი თქვა ,,Дождь“ -თან თანამშრომლობაზე და არხმა რეკლამების დიდი ნაწილი დაკარგა. ოფიციალური მიზეზი არხზე ჩატარებული გამოკითხვა გახდა, რომლის შინაარსიც იყო: „უნდა დანებებოდა თუ არა ნაცისტურ გერმანიას ლენინგრადი ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად“. მოგვიანებით არხზე აღიარეს, რომ გამოკითხვის შინაარსი მართებული არ იყო და ამის გამო მაყურებელს მოუბოდიშეს კიდეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები