აზერბაიჯანში ავტობუსის მართვის უფლება მხოლოდ 23 წელს მიღწეულ პირებს ექნებათ

1news.az-ის ცნობით, აზერბაიჯანში ავტობუსის მართვის უფლება მხოლოდ 23 წელს მიღწეული ასაკის პირებს ექნებათ. შესაბამისი რეგულაციები აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა დაადგინა. სააგენტო „აპას“ ცნობით, აზერბაიჯანის მთავრობამ ცვლილება შეიტანა კანონში სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მომზადების და მათი კვალიფიკაციის ამაღლების კურსების, ასევე მართვის მოწმობის მიღების წესებში. ავტობუსის მართვას შეძლებს 23-დან 65 წლამდე პირი, რომელსაც „დ“ კატეგორიის მართვის მოწმობა და მანქანის არანაკლებ 5-წლიანი მართვის გამოცდილება აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები