ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ გრანდიოზულ ღონისძიებას გამართავს

15 ივნისს ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” გრანდიოზულ სპექტაკლს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოადგენს. საქართველოს პირველად, სპეციალური სტუმრის სტატუსით სოფია ლორენი ეწვევა. ფონდმა, დღეს მოწვეულ სტუმრებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

13334840_1011101712272162_1296919167_oნინო სურგულაძე: „15 ივნისს, ჩვენ ვგეგმავთ გრანდიოზულ ღონისძიებას. ესაა, უპრეცედენტო შემთხვევა, სადაც ორი ნაწარმოები გაერთიანდება – ბალეტი და მონო ოპერა, ფრანცისკ პულენკის და ნინო როტას უნიკალური მუსიკა, რომელშიც მთავარ პარტიებს პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი და ნინო სურგულაძე შეასრულებენ. სპექტაკლის მთავარი თემა არის წყვილების ურთიერთობა და ეს ყველაფერი გაერთიანდება ერთი მიზნით, რომ დავეხმაროთ ბავშვებს.
ჩვენი მიზანია ასევე, მსოფლიო კულტურა გავაერთიანოთ და საქართველოში უცხოელი ვარსკვლავები ჩამოვიყვანოთ. 15 ივნისს სოფია ლორენი საპატიო სტუმრის სტატუსით გვესტუმრება და სასიხარულოა, რომ შემოუერთდა ჩვენს ფონდს და ბავშვების დახმარება გადაწყვიტა.”
იტალიის ელჩი საქართველოში – ანტონიო ენრიკო ბარტოლი:13349142_1011101612272172_1986700711_n
“იტალიის საელჩო გვერდით ედგა ნინო სურგულაძეს წინა ღონისძიებებში და მიხარია, რომ ამ ურთიერთობას ვაგრძელებთ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, საქართველოში ქალბატონი სოფია ლორენო მივიღო, რომელიც იტალიური სილამაზის სიმბოლოა. 15 ივნისის სპექტაკლი იქნება ერთიანობა კინემატოგრაფიის, სიმღერის, ბალეტის და ძალიან მიხარია, რომ სოფიამ თავის მსოფლიო წა
რმატება მიუძღვნა ისეთ კეთილშობილებას როგორიც არის ბავშვთა დახმარება.”
კარლო პონტი – დირიჟორი: 13324451_1011101685605498_250613560_o
“მე უკვე მეორედ ვარ თბილისში. საქველმოქმედო ფონდთან ერათად იანვარის ღონისძიებაში მონაწილეობა უკვე მივიღე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა ამის შესახლებლობა. ამჯერად თბილისის არაჩვეულებრივ ოპერისა და ბალეტის თეატრში, არაჩვეულებრივ დასთან და ჩემს კოლეგებთან ერთად ვიქნები. ეს არის სპექტაკლი, რომელიც ძალიან ახლოს დგას ჩემს გულთან. სადაც არის არაჩვეულებრივი ნინო როტას მუსიკა, ფედერიკო ფელინის La Strada-დან, რომლის პროდიუსერიც მამაჩემი იყო
. ეს სპექტაკლი არის სიყვარულზე და გვაჩვენებს, რა შეუძლია ამ გრძნობას. ამას ერთვის ის, რასაც ემსახურება ნინო სურგულაძის ფონდი – სიყვარულით ეხმარება სხვებს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ სპექტაკლს წარვუძღვები თბილისში, სადაც მაყურებლისგან და ხალხისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ.”
როგორც მსოფლიო ვარსკვლავმა, ნინო სურგულაძემ აღნიშნა, სპექტაკლი დარჩება ოპერისა და ბალეტის თეატრში და იმედოვნებენ, რომ მომავალში დასი ამ სპექტაკლს საზღვარგარეთ გაიტანს.

13292901_1011101725605494_226197414_n 13310401_1714437468804728_9132841942896939124_n 13312907_1714437542138054_2381243082171682265_n 13343023_1714437528804722_7128196255495371468_n 13343078_1714437502138058_5053242662453730329_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები