„გაზპრომი“ 1-ლი ივლისიდან სომხეთს ბუნებრივ აირს გაუიაფებს

რუსული კომპანია „გაზპრომი“ სომხეთს 1-ლი ივლისიდან ბუნებრივ აირს 6%-ით გაუიაფებს. რუსული კომპანია სომხეთს მიწოდებული გაზის საფასური ათას კუბურ მეტრში 165 დოლარიდან 150 დოლარამდე დაუწევს.
„იმ აბონენტებისთვის, ვინც თვეში 10 ათას კუბურ მეტრზე ნაკლებს მოიხმარს, ბუნებრივი აირი 146,7 დრამი (0,30 დოლარი) იქნება, ხოლო 10 ათასზე ზევით ფასი 257, 56 დრამს შეადგენს“, – განუცხადა სააგენტო „ტასს“ სომხეთის საზოგადოებრივი რეგულირების კომისიის ხელმძღვანელმა რობერტ ნაზარიანმა.
თავის მხრივ, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა არცვიკ მინასიანმა განაცხადა, რომ გაზზე ფასების კლება ელექტროენერგიის ტარიფის დაწევას გამოიწვევს, რაც ადგილობრივ პროდუქციას გააიაფებს და მათ მსოფლიო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები