სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „რუმსში“ სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. საბჭო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველი ორგანოა, რომელიც მოამზადებს რეკომენდაციებს და წინადადებებს საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის სფეროსთან დაკავშირებით.
საბჭო საქართველოში არსებული ბიზნესასოციაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, საბჭო საჯარო-კერძო დიალოგის ერთ-ერთი ეფექტური ფორმატია და მისი არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო საკითხებში კერძო სექტორის ჩართულობას. სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში ასევე შეიქმნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის საკითხებზე იმუშავებს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს კერძო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები