გერმანიის ქალაქ დარმიშტადტში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე ქალებზე სექსუალური ძალადობა მოხდა

გერმანიის ქალაქ დარმიშტადტის პოლიციაში ქალების 14 განცხადება შევიდა. ისინი მუსიკალური ფესტივალის დროს სექსუალური ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ, რომელიც „კიოლნის სცენარით“ განხორციელდა.
ძალადობაში, სავარაუდოდ, „სამხრეთის ქვეყნებიდან ჩასული მამაკაცები“ მონაწილეობდნენ.
საერთო ჯამში, დაკავებულია სამი პაკისტანელი, რომელთა ასაკი 28-დან 31 წლამდე შეადგენს. მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს გერმანიის ქალაქ კიოლნში ქალებზე თავდასხმების სერია მოხდა. მაშინ გაუპატიურების, სექსუალური ძალადობის და შეურაცხყოფის მიყენების საჩივრით პოლიციას ათასამდე ქალმა მიმართა. ამ ფაქტს ევროპაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. გერმანიაში საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები