ქურთებმა ქალაქ მოსულთან 9 სოფელი დაიკავეს

ქურთმა მოხალისეებმა ერაყის ქალაქ მოსულთან 9 სოფელი გაათავისუფლეს, რომელიც მანამდე „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ ჰქონდათ დაკავებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქურთების წარმომადგენელმა ამირ შერიფიმ განუცხადა.
„მოსულის აღმოსავლეთით სამდღიანი ბრძოლის შედეგად 120 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული. ბრძოლის დროს „ისლამური სახელმწიფოს“140 „ბოევიკია“ განადგურებული“, – განაცხადა შერიფიმ.
შეტევაში საერთაშორისო კოალიციის ავიაციაც მონაწილეობს. მოსული – ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია. 2014 წლის ზაფხულიდან ქალაქს „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ამჟამად მოსულს ერაყის ჯარი, ქურთი მოხალისეები და შიიტებისგან შემდგარი შეიარაღებული დაჯგუფებები უტევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები