შვეიცარიაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი გაიხსნება (ვიდეო)

შვეიცარიაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი გაიხსნება, რომლის სიგრძე 57 კილომეტრს შეადგენს. გვირაბის მშენებლობა 17 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის 12,2 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი დაჯდა.
გვირაბის გახსნის შემდეგ ციურიხიდან ლუგანოში ჩასვლა სამის ნაცვლად ორ საათში გაცდება შესაძლებელი.
სენ-ჰოტარდის გვირაბით მატარებლების რეგულარული მიმოსვლა მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყება. გვირაბის განხსნის ღონისძიებებზე მიწვეულები არიან; გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრები. გვირაბის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ევროპის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები