ნაურუში ჰომოსექსუალიზმი ოფიციალურად დაუშვეს
კუნძულოვანი სახელმწიფოს, ნაურუს ხელისუფლებამ ჰომოსექსუალიზმი ოფიციალურად დაუშვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გარდა ამისა, ნაურუში აკრძალეს მონობა, რომელიც აქამდე ქვეყანაში ფორმალურად არსებობდა.
ახალი რეგულაციები დედებს ახალშობილების მოკვლას უკრძალავს, ასევე დაკონკრეტდა სექსუალური ძალადობის ცნების კვალიფიკაცია.
ეს ნაურუს სისხლის სამართლის კოდექსში მე-19 საუკუნის ბოლოდან ყველაზე სერიოზული ცვლილებაა. საერთაშორიუსო ორგანზაციები ამ გადაწყვეტილებებს მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ნაურუ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს კარგ მაგალითს აძლევს, ვინაიდან გენდერულ თანასწორობას მხარს უჭერს და სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავს.