კონსერვატორიას სახელმწიფო-საკვალიფიკაციო გამოცდებზე უცხოელი თავმჯდომარეები ეყოლება

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას 2016 წლის საკვალიფიკაციო გამოცდებზე უცხოელი კომისიის თავმჯდომარეები ეყოლება. წარმატებული უცხოელი მუსიკოსებისა და პროფესორების გამოცდებზე მოწვევის პრაქტიკა თბილისის კონსერვატორიას 2001 წლიდან აქვს.
წელს, პირველად კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მაგისტრატურაში მისაღებზეც იქნებიან მოწვეული სპეციალისტები.
იქ, სადაც კონკურსი მაღალია (საფ-ნო და ვოკალი), იქნება 2 მოწვეული პროფესორი. დანარჩენზე (სიმებიანი და ჩასაბერი) – თითო.
2005 წლიდან თბილისის კონსერვატორია კონსერვატორიების ევროპული ასოციაციის (AEC) წევრია, რის შემდეგაც წამყვან ევროპულ უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებლებთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელდა. დღეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას 21 უცხოურ უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი ხელშეკულებები აქვს გაფორმებული.
მათგან 10 უმაღლესთან აქვს ერასმუსის გაცვლითი პროგრამა.
საკვალიფიკაციო გამოცდებზე უცხოელი თავმჯდომარეების მოწვევა გამოცდების ტრანსპარანტულობის, ობიექტურობისა და სასწავლო შედეგების გარე შეფასების გარანტიაა. მოწვეულ მუკისოსთა უმრავლესობა კონსერვატორიის პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლებიდან არიან. ზოგიერთი მათგანის ვიზიტსა და საქართველოში ყოფნას კი მათივე სასწავლებელი აფინანსებს.
მოწვეული საგამოცდო კომისიის თავმჯომარეები:
საკვალიფიკაციო გამოცდებზე: იონას ჰალტია Jonas Haltia (ჩასაბერი საკრავები) – ნოვეგიის მუსიკის აკადემია; მარი ტამპერე-ბეზროდნი Mari Tampere-Bezrodny (სიმებიანი საკრავები) ჰელსინკი (ფინეთი) სიბელიუსის მუსიკის აკადემიის მხარდაჭერით; ჰაიკი ლიიმოლა Heikki Liimola (აკადემიური გუნდის დირიჟორობა) ჰელსინკი (ფინეთი) – სიბელიუსის აკადემიის მხარდაჭერით; ჰავილანდ ველშაიერი Havilland Willshire (ფორტეპიანო) – Trinity Laban Conservatoire, დიდი ბრიტანეთი; სებასტიან ვიტუჩი (ვოკალი) ვენა, (ავსტრია) ვენის საშემსრულებლო ხელოვნების და მუსიკის უნივერსიტეტი.
მაგისტრატურის მისაღებ გამოცდებზე: ანჯეი ბიალკო Andrzej Białko (ორღანი) – კრაკოვის მუსიკის აკადემია, პოლონეთი (15 ივლისი); მარტინ ჰელსტრომი Martin Hellstrom (ვოკალი) – სტოკჰოლმის საოპერო აკადემია, შვედეთი (11-12 ივლისი); ჯანი ფაბრინი Gianni Fabbrini (ვოკალი) – ფლორენციის კონსერვატორია, იტალია (11-12 ივლისი); პოლ კორტესე Paul Cortese (სიმებიანი საკრავები) ესპანეთი/ავსტრია (15 ივლისი); დიტელმ იონას Diethelm Jonas (ჩასაბერი საკრავები) – ლიუბეკის მუსიკის აკადემია, გერმანია (10 ივლისი).
გამოცდების შემდეგ აღნიშნული პროფესორები მასტერკლასებს ჩაატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები