ევროპაში ჩასული ლტოლვილებისთვის საბუთების გაყალბებისთვის 20 ადამიანი დააკავეს

საბერძნეთსა და ჩეხეთში მიგრანტებისთვის ყალბი საბუთების დამზადებაში ეჭვმიტანილი 20 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ევროპოლის ინფორმაციით, ყალბ საბუთებს 3 ათას დოლარად ყიდდნენ და მათ აფრიკის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ავრცელებდნენ.
საბერძნეთის პოლიციის ცნობით, დანაშაულებრივი დაჯგუფებები საზღვარზე ადამიანების უკანონო გადაყვანითაც იყვნენ დაკავებულნი. კრიმინალური ქსელის ცენტრი ათენში იყო. ერთ-ერთ დაჯგუფებას სუდანელები, ხოლო მეორეს – ბანგლადეშელები აკონტროლებდნენ. ორივე დაჯგუფება პასპორტებს, შენგენის ვიზებს, მართვის მოწმობებს, ლტოლვილების სარეგისტრაციო მოწმობებს და ევროპაში ცხოვრების უფლების სანებართვო საბუთებს ამზადებდა. დაკავებულთა შორის უკრაინის 5 მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები