აშშ საკუთარ მოქალაქეებს ევროპაში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპაში ტერორისტული საფრთხე მიმდინარე წლის 31 აგვისტომდეა გაგრძელებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამერიკის სახელმწიფო უწყების ცნობით, ევროპაში კვლავ შენარჩეუნებულია ტურისტულ ღირშესანიშნაობებზე, ასევე რესტორნებზე და ტრანსპორტზე ტერორისტების თავდასხმის საფრთხე.
„ზაფხულში ევროპაში მრავალი ტურისტი ჩადის და ისინი ტერორისტებისთვის პოტენციურ მიზანს წარმოადგენენ. თავდასხმები შეიძლება მოხდეს ადამიანების მასიური თავშეყრის ადგილებში“, – წერია განცხადებაში.
10 ივნისს ევროპის საფეხბურთო პირველობის დაწყებასთან დაკავშირებით, ტერორისტების თავდასხმის ობიექტები შეიძლება ასევე გახდეს სტადიონები და ფანების თავშეყრის ადგილები – კაფეები და ბარები, სადაც მატჩების ტრანსლირება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები