„მის თურქეთს“ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის 14-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სტამბოლის სასამართლომ „მის თურქეთს“ მერვე ბუიუქსარაჩს 14-თვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია, რომ თუ მომდევნო 5 წლის განმავლობაში 27 წლის მოდელი ერდოღანს კვლავ მიაყენებს შეურაცხყოფას, პირობითი სასჯელი რეალურით შეიცვლება.
მოდელის ადვოკატმა განაცხადა, რომ ის განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
ბუიუქსარაჩი შარშან ინსტაგრამში გამოქვეყნებული სტატუსისთვის დააკავეს. მან ინტერნეტში დაბეჭდილი სატირული ლექსი გამოაქვეყნა, რომელიც, ბრალდების მხარის აზრით, პრეზიდენტ ერდოღანის შეურაცხყოფას შეიცავდა. თავად „მის თურქეთმა“, რომელმაც ეს ტიტული 2006 წელს მოიპოვა, აცხადებს, რომ პოლიტიკოსის შეურაცხყოფას არ აპირებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები