მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საკვების სუნი და გემო ადამიანის დაბერებას ხელს უწყობს

სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სხვადასხვა კერძის სუნი და გემო ხელს უწყობს ადამიანის დაბერებას და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას.
მეცნიერების განცხადებით, ადამიანის ყნოსვა და გემოს შეგრძნება ძალზე მსგავსი გრძნობებია. ის, როგორც სხვა გრძნობები, ორგანიზმში სენსორული ნეირონების აქტივიზაციის შედეგად იქმნება. მეცნიერთა კვლევები გამოცემა Genes & Development-ში გამოქვეყნდა. ეს ადამაინის დაბერებასთან და მის შენელებასთან დაკავშირებული პირველი კვლევა არ არის. რამდენიმე თვის წინ ინდიანის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა იმ ნივთიერებების ჩამონათვალი გამოაქვეყნეს, რომლის ბაზაზეც შესაძლებელი იქნება ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებისა და დაბერების პროცესის შენელების პრეპარატის შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები