ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.1455 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1455 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1455 ლარი გახდება.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1472 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0017 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.3929 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.3913 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები