არჩილ გაჩეჩილაძე: ქვეყანაში ეკონომიკურად ძალიან კარგი ტენდენციები შეინიშნება

“გალთ ენდ თაგარტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის დღევანდელი განცხადება ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, რეალურია.
როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ რეგიონში, საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ყველაზე კარგი შედეგი აქვს.
“ქვეყანაში ეკონომიკურად ძალიან კარგი ტენდენციები შეინიშნება. რეგიონალურ ჭრილში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უკეთესად ვართ. სხვა ქვეყნებში არ არის ამხელა ეკონომიკური ზრდა. ეს იმის დამსახურებაა, რომ საქართველოში რეგიონებთან შედარებით, უკეთესი სისტემები არსებობს. რაც შეეხება პერსპექტივას, ჯამში, ველოდებით თითქმის 4%-ის ფარგლებში ზრდას, ან 4%-ზე ცოტა მეტის, როგორც “გალთ ენდ თაგარტმა” რამდენიმე თვის წინ განაცხადა.
ზუსტად იმ ტენდენციით მიდის პროცესი, რისი მოლოდინიც გვქონდა. რეგიონში არის სტაბილიზაცია, საქართველო განსაკუთრებით კარგად სარგებლობს ამ სტაბილიზაციით”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა. მინისტრი ასევე, ვარაუდობს, რომ წლიური ზრდა, სავარაუდოდ, 3%-ზე მეტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები