იმ ქვეყნებიდან დაბრუნებულ ადამიანებს, სადაც „ზიკას“ ვირუსის ეპიდემია მძვინვარებს, WHO სექსს უკრძალავს

ტურისტები, რომლებიც იმ ქვეყნებიდან დაბრუნდნენ, სადაც „ზიკას“ ვირუსის ეპიდემია მძვინვარებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რვა თვის განმავლობაში სექსისგან შეკავებას, ან უსაფრთხო სექსს ურჩევს.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მანამდე WHO ამ ადამიანებს სექსისგან თავშეკავებას ოთხი კვირის განმავლობაში ურჩევდა. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სფეროს 125-მა ექსპერტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წერილი გაუგზავნა, რომელშიც „ზიკას“ ვირუსის გამო რიო-დე-ჟანეიროს მსოფლიო ოლიმპიადის გადადების, ან ბრაზილიიდან სხვა ქვეყანაში გადატანის თხოვნით მიმართეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ზიკას“ ვირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარა. ის 2 მილიარდზე მეტ ადამიანს ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები