„ჰამასმა“ ღაზას სექტორში სამი პირი სიკვდილით დასაჯა
პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“ სამი პირი, რომლებიც მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, სიკვდილით დასაჯა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. „ფრანს- ~პრესის“ ინფორმაციით, ეს პირები სამშაბათს დილით დახვრიტეს.
„ჰამასმა“ ეს გადაწყვეტილება პალესტინის ადმინისტარციასთან და პალესტინის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან შეუთანხმებლად მიიღო. გაერომ რამდენჯერმე მოუწოდა „ჰამასს“, რომელიც ღაზას სექტორს აკონტოლებს, ადამიანები სიკვდილით არ დასაჯოს.