კანადის ქალაქის 2 ათასამდე მკვიდრი საკუთარ სახლებში ხანძრის გამო ვერ დაბრუნდება

კანადის ქალაქ მაკ მარეის 2 ათასამდე მკვიდრი ხანძრის გამო საკუთარ სახლებში სექტემბრამდე ვერ დაბრუნდება. ამის შესახებ ალბერტის პროვინციის ხელმძღვანელმა რეიჩელ ნოტლმა განაცხადა. მაისის დასაწყისში ქალაქის მკვიდრნი ტყის ხანძრების გამო ევაკუირებულები იყვნენ.
ცეცხლმა ქალაქში 500-მდე სახლი გაანადგურა. მაკ მარეი 80 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. 1-ლი ივნისიდან მოსახლეობა სახლებში ეტაპობრივად დაბრუნდება, თუმცა, ჯერჯერობით, ქალაქის სამ რაიონში დაბრუნება სახიფათოა. იქ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ ჰაერი და ფერფლი მავნე ნივთიერებებს შეიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები