„ისლამურმა სახელმწიფომ“ ლიბიის ქალაქ ბენ-ჯავადზე კონტროლი დაკარგა

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ სამთავრობო ძალებმა ლიბიის ქალაქ ბენ-ჯავადიდან გააძევეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, შეტაკებების დროს ქალაქში ხუთი მებრძოლი დაიღუპა და 16 დაიჭრა.
ბენ-ჯავადი „ისლამურმა სახელმწიფომ“ მიმდინარე წლის იანვარში აიღო. ის ქალაქ სირტიდან 150 კილომეტრში მდებარეობს, რომელიც ლიბიაში ისლამისტების მთავარი დასაყრდენია. ამის შემდეგ „ბოევიკები“ ბენ-ჯავადის აღმოსავლეთით მდებარე ნავთობის ტერმინალებს თავს დაესხნენ და მათ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები