მიხეილ დუნდუა: მიმდინარე პერიოდში ლარის უფრო მეტად გამყარებას უნდა ველოდოთ
ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტ მიხეილ დუნდუას განცხადებით, ლარმა ეკონომიკური მდგომარეობის ბუნებრივი ასახვა დაიწყო, შესაბამისად, მის გამყარებას უფრო მეტად უნდა ველოდოთ მიმდინარე პერიოდში.
მისი თქმით, როდესაც მენეჯმენტი შეიცვალა ეროვნულ ბანკში, ის პოზიტიური ცვლილებები, რომელიც წავიდა ეკონომიკაში, პირდაპირპროპორციულად აისახა ლარის კურსის გამყარებაზე.
“ეკონომიკის განვითარების კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა, მენეჯმენტის შეცვლამ ეროვნულ ბანკში, საბოლოო ჯამში, დაასტაბილურა ლარი და მის უფრო მეტად გამყარებას უნდა ველოდოთ მიმდინარე პერიოდში”, – განუცხადა „პირWელს“ დუნდუამ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნის ეროვნული ვალუტა მარტის თვიდან 15%-ით არის გამყარებული.