სომხეთში სამი სამხედრო მაღალჩინოსანი დააკავეს
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებულია სამი სამხედრო მაღალჩინოსანი. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულები არიან: გენერალ-მაიორი მელსიკ ჩილინგარიანი, ასევე პოლკოვნიკები: არმენ მარკარიანი და მგერ პაპიანი. ყველა დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება უხარისხო საქონლის შეძენის და სამსახურებრივი დარღვევების ფაქტებზე.
წინასწარი ინფორმაციით, ზოგიერთი სახის საქონლის შეძენა თავდაცვის სამინისტროსთვის ხელოვნურად გაზრდილი ფასებით ხდებოდა.
ცნობისთვის, 26 აპრილს და 23 მაისს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რამდენიმე მარალჩინოსანი თანამდებობებიდან გადააყენა. როგორც სომხეთის „რესპუბლიკური პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა ვაგრამ ბაღდასარიანმა განაცხადა, სამხედროების მოხსნა მთიან ყარაბაღში მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში მომხდარი დაძაბულობის ესკალაციის დროს დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია.