Walk Free Foundation – მსოფლიოში 48,5 მილიონი ადამიანი მონობაში ცხოვრობს

თანამედროვე მონობის ფორმებთან მებრძოლმა ფონდმა Walk Free Foundation-მა მონობის გლობალური ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მსოფლიოში ამჟამად 48,5 მილიონი ადამიანი მონობაში ცხოვრობს. მათგან 58% ინდოეთში, პაკისტანში, ჩინეთში, ბანგლადეშში და უზბეკეთში ცხოვრობს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ანგარიში ოფიციალურ სტატისტიკას, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშს, ასევე დაზარალებულების ინტერვიუებს ეყრდნობა. ამასთანავე, Walk Free Foundation-ის მეთოდოლოგია ხშირად კრიტიკის საფუძველი ხდება, ვინაიდან, ექსპერტების აზრით, ის რეალურ სურათს არ ასახავს. მონობის თანამედროვე ფორმებს, ექსპერტების განცხადებით, მიეკუთვნება სიტუაცია, როდესაც ადამიანი სამსახურზე ან რაიმე სახის საქმიანობაზე უარს ვერ ამბობს, ვინაიდან მას ემუქრებიან. მონობას დაძალებით გათხოვებაც მიეკუთვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები