საფრანგეთში ტრანსპორტის მუშაკთა საყოველთაო გაფიცვა გაიმართება

საფრანგეთში სარკინიგზო, ავტო და საავიაციო ტრანსპორტის მუშაკები საყოველთაო გაფიცვას გეგმავენ. ისინი საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის მიერ შრომის რეფორმის გატარებას აპროტესტებენ. The Daily Mail-ის ინფორმაციით, რკინიგზის მუშაკთა გაფიცვას, რომელიც 1 ივნისს დაიწყება, ავიადისპეტჩერები, პარიზის მეტროპოლიტენის და ავტობუსების მძღოლები შეუერთდებიან.
პროფკავშირებსა და ოლანდის ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ევროპის საფეხბურთო პირველობამდე ორი კვირით ადრე გამწვავდა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის უკვე რამდენიმე შეტაკება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები