ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ 7 ლიდერი მოკლეს

ერაყის ანბარის პროვინციაში ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების შეტევის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 7 ლიდერი მოკლეს. ამის შესახებ ერაყის ძალოვანი უწყებები იუწყებიან.
მოკლულ „ბოევიკებს“ შორის დაზვერვაზე და უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაკრ ალ ბარდადის უახლოესი თანაშემწეა. მოკლულთა შორის ევფრატის პროვინციაში მოქმედი შარიათის სასამართლოს ხელმძღვანელიც არის.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს დილით ერაყის ჯარი ქალაქ ფალუჯაში შევიდა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ 2014 წლიდან აკონტროლებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები