ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ თბილისში წელს მეთერთმეტედ ტარდება
საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ტრადიციული და აკადემიური ხელოვნებით დაინტერესებას და ასევე, ხელს უწყობს უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა შემოქმედების სამშობლოში პოპულარიზაციას, თბილისში წელს მეთერთმეტედ ტარდება. „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ფესტივალის წარმატება ერთგვარად მის სამხატვრო ხელმძღვანელს, პიანისტ ალექსანდრე კორსანტიასაც უკავშირდება.
„აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ წარმატება სწორედ ჩვენი საშას დიდი დამსახურებაც არის, ის მე-6 წელია, რაც ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ. განსაკუთრბეული მუსიკოსების მოწვევა და მათი საქართველოში ჩამოყვანა სწორედ ალექსანდრეს დამსახურებაა“, – განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მანანა ხვედელიძემ.