თურქეთში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შირნაქის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად.
აფეთქების შედეგად ოთხი მშვიდობიანი პირი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. 23 ადამიანი, მათ შორის პოლიციის ხუთი ოფიცერი, დაიჭრა. ექვსი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.
აღმოსავლეთ თურქეთში, 2015 წლის შემდეგ პოლიციის, შეიარაღებულ ძალებსა და ქურთ „ბოევიკებს“ შორის დაპირისპირების შედეგად 500 სამხედრო და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი დაიღუპა. ანკარის ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 4 900 ტერორისტი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები