ჩეხეთში რესტორნებში მოწევის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ
ჩეხეთის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა თამბაქოს საწინააღმდეგო ახალ რეგულაციებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ცნობისთვის, გასულ კვირას ჩეხეთის პარლამენტმა რესტორნებში მოწევის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ კანონპროექტში შესწორებები შეიტანა და ის კვლავ დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა. ახალი ვარიანტის მიხედვით, რესტორნებში აკრძალული იქნება სიგარეტის მოწევა, მაგრამ ეს არ შეეხება ელექტრონულ სიგარეტს და ყალიონებს. გარდა ამისა, აკრძალული იქნება მოწევა ავტობუსების გაჩერებებსა და ზოოპარკებში.