რუსული ავიაციის დაბომბვას სირიაში 23 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა სირიაში რუსული ავიაციის მიერ ქალაქ იდლიბის დაბომბვის შედეგად, რომელსაც სირიის ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში აცნობეს.
ეს ყველაზე სერიოზული დაბომბვა იყო თებერვლის შემდეგ, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება იყო გაფორმებული.
ცენტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი საავადმყოფოს მოხვდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, დაღუპულთა შორის შვიდი ბავშვია. იდლიბი სირიის ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ ქალაქად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები