იაპონიის შეიარაღებულ ძალებში განგაში გამოცხადდა

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდისთვის მზადებასთან დაკავშირებით იაპონიის შეიარაღებულ ძალებში განგაში გამოცხადდა. იაპონიამ კორეული რაკეტის დასაფიქსირებლად სამხედრო ხომალდები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები აამოქმედა.
ოპერაციაში ჩართულია Aegis-ის ტიპის რაკეტები, რომლებსაც რაკეტის დაფიქსირება და მისი განადგურება შეუძლიათ. გარდა ამისა, ტოკიოს სიახლოვეს Patriot PAC-3-ის ტიპის რაკეტები განათავსეს. მიმდინარე წლის აპრილში ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ის წყალქვეშა ნავიდან იაპონიის მიმართულებით გაუშვეს. პარალელურად, ფხენიანმა განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები