თეთრი სახლის ჩრდილოეთ ნაწილში უსაფრთხოების ზომები საეჭვო ნივთის პოვნის გამო გაამკაცრეს

თეთრი სახლის ჩრდილოეთ ნაწილში დღეს უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, რაც საეჭვო პაკეტის პოვნას უკავშირდება.
როგორც „როიტერი“ საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლზე დაყრდნობით იუწყება, ნაწილობრივი ბლოკირება ხსოვნის დღესთან დაკავშირებულ დღესასწაულზე მოხდა, რომლის დროსაც პრეზიდენტი თეთრ სახლში იმყოფებოდა.
ჟურნალისტებს ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან შენობის დატოვება აუკრძალეს. სიახლოვეს ჩანდა საავარიო-სამაშველო სამსახურების ავტომანქანები. საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, საშიში მასალის შემოწმება ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები