იემენში 14 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
სულ მცირე 14 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა იემენის ქალაქ ბეიჰანზე შეტევის დროს, რომელიც ამბოხებულ ხუსიტებს აქვთ დაკავებული. ამის შესახებ იემენის ხელისუფლების მხარდამჭერი ძალები იუწყებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 10 აპრილიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, სახელისუფლო ძალებსა და ამბოხებულ ხუსიტებს შორის შეტაკებები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იემენელი სამხედროები ნელ-ნელა ქალაქ ბეიჰანის რაიონებს იკავებენ.