თურქმა სამხედროებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 40 „ბოევიკი“ მოკლეს
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და საერთაშორისო კოალიციამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარებული ოპერაციის დროს 40 „ბოევიკი“ მოკლა. გამოცემა „ანადოლუს“ ცნობით, ცოცხალი ძალის გარდა, საარტილერიო ცეცხლით თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ბოევიკების“ ოთხი სარაკეტო დანადგარი, ასევე ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი და ტყვია-წამლის ორი საწყობი გაანადგურეს.