აღმოსავლეთ თურქეთში პოლიციისა და შეიარაღებული ძალების 4 წარმომადგენელი დაიღუპა

აღმოსავლეთ თურქეთში, ვანის პროვინციაში, ქურთი სეპარატისტების მიერ ორგანიზებული შეტევების შედეგად თურქეთის პოლიციისა და შეიარაღებული ძალების ოთხი წარმომადგენელი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ერთ-ერთი დაღუპული ოფიცერია. ამ ინფორმაციის მიხედვით, ქურთმა „ბოევიკებმა“ სამი შეტევა განახორციელეს. პოლიციის, შეიარაღებული ძალების და უშიშროების რამდენიმე თანამშრომელი დაიჭრა. აღმოსავლეთ თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს შორის კონფლიქტი 2015 წელს განახლდა. მას შემდეგ აქ ათობით სამართალდამცველი და ჯარისკაცი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები