თურქეთი აშშ-ს სირიაში ერთობლივი ოპერაციის ჩატარებას სთავაზობს

ანკარა ვაშინგტონს სირიაში ერთობლივი ოპერაციის ჩატარებას სთავაზობს.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, ანკარის პირობაა, რომ ოპერაციაში სირიელი ქურთები არ მონაწილეობდნენ. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება.
„ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად ქალაქ მანბიჯის მახლობლად მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ. ამ ოპერაციაში სირიელი ქურთები არ უნდა მონაწილეობდნენ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თურქი მინისტრის თქმით, ოპერაციის საბოლოო მიზანი ქალაქ რაქის დაკავებაა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალურ დედაქალაქად ითვლება.
ამჟამად ქალაქის შტურმს „სირიის დემოკრატიული ძალები“ ახორციელებენ, რომლებიც, ძირითადად, სირიელი ქურთებისგან შედგებიან. შეტევა ამერიკული ავიაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ჯერჯერობით ქურთმა მოხალისეებმა მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები